LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep-მა ახალი Wrangler-ი მისი პირველი ჯიპის ბაზაზე ააგო

38

კომპანია Jeep-მა წარმოადგინა Wrangler-ის მოდელის ახალი პროტოტიპი, რომელიც პირველი ჯიპის Willys MB-ის სტილშია გადაწყვეტილი.

კონცეპტი აგებულია სპეციალურად კომპანიის კლასიკური მოდელის 75 წლის აღსანიშნავად. (პირველი მოდელი ავტომწარმოებელმა 941 წლის 15 ივლისს ააგო.)

როგორც აღვნიშნეთ, პროტოტიპი შექმნილია Wrangler-ის ბაზისზე და გადაწყვეტილია სპორტული მოდიფიკაციით. აღჭურვილია 3.6 ლიტრიანი, 6 ცილინდრიანი ძრავით – Pentaster-ით. მოდელს გააჩნია მექანიკური გადაცემათა კოლოფი.

ახალ მოდელს არ გააჩნია ჭერი, უკანა კარები და სტანდარტული ვერსიის გარე იერსახე წარმოდგენილია მუქ მწვანე ფერში. (არის რამდენიმე ფერში გადაწყვეტილი ვარიანტებიც)

გარდა ამისა, ავტომობილმა მიიღო რკინის ბამპერები, სტანდარტული სარეზერვო 16 დიუმიანი დისკის მქონე 32 დიუმიანი საბურავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები