LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep-მა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ყველგანმავალი წარადგინა

109

კომპანია Jeep-მა Grand Cherokee-ის ახალი ”დამუხტული” მოდიფიკაცია წარმოადგინა, სახელწოდებით Trackhawk. ავტომწარმოებელი სიახლეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და მძლავრ სერიულ ყველგანმავლად მოიხსენიებს.

მოდელი დაკომპლექტებულია 6,2 ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 717 ცხენის ძალას შეადგენს. ანალოგიურ ძრავს Dodge Charger და Challenger Hellcat იყენებენ.

Grand Cherokee Trackhawk-ის ძრავი ნულიდან 96 კილომეტრ/საათს 3,5 წამში კრებს, 402 მეტრს კი 11,6 წამში ფარავს.

გარდა ამისა, ყველგანმავალი დაკომპლექტებულია გაუმჯობესებული სრული ამძრავის ჩართვის ფუნქციიც, 400 მილიმეტრიანი Brembo-ს მუხრუჭებით, ელექტროობის მუშაობის მართვის რეჟიმებით და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები