მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მისმა მეუღლემ, 55 წლის ლორენ სანჩესმა „ჯეიმს ბონდის“ ფრენჩაიზში „ბონდის გოგონას“ როლი შეასრულოს.
ჯეფ ბეზოსი ლორენ სანჩესისთვის, საქორწინო საჩუქრის სახით, გამოცემა Vogue-ის გადაცემას გეგმავს
ინსაიდერის თქმით, ბეზოსი ამ იდეით შეპყრობილია და მზადაა ნებისმიერი თანხა გადაიხადოს მიზნის მისაღწევად.
„ეს არ არის უბრალო როლი რიგით ბლოკბასტერში, ეს ეპიკური როლია. მას სურს, ლორენი დიდ ეკრანზე იხილოს“, – აცხადებს წყარო.
Amazon MGM Studios-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომელიც ახალი ფილმის წარმოებაზე მუშაობს, ასე შეაფასა ეს ამბავი:
„დიახ, ის მსახიობი არ არის, მაგრამ ის ჯეფის მუზაა და როცა 8 მილიარდ დოლარს ხარჯავ, იღებ იმას, რაც გინდა“.
შეგახსენებთ, 2021 წელს Amazon-მა შეიძინა MGM, რითაც მოიპოვა ბონდის ფილმების უფლებები.
ცნობისთვის, გასულ თვეს მედიაში ცნობები გავრცელდა, რომ ბონდის გოგონას როლი შესაძლოა სიდნი სვინმა შეასრულოს.
ბონდის ახალი გოგონა, სავარაუდოდ, სიდნი სვინი იქნება

