„ამაზონის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ნიშნობიდან ორი წელიწადში, რჩეულზე, ლორენ სანჩესზე ქორწინდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გრანდიოზული ქორწილი მიმდინარე წლის ზაფხულში, იტალიაში, კერძოდ კი ვენეციაში გაიმართება. ცერემონიალი მათ კუთვნილ, 500 მილიონიან იახტაზე შედგება.
მედიაში გავრცელდა იმ ვარსკვლავთა სია, რომლებსაც წილად ხვდათ პატივი, ბეზოსისა და სანჩესის გრანდიოზულ ქორწილს დაესწრონ.
პირველადი სია ასეთია: ოპრა უინფრი, გეილ კინგი, ევა ლონგორია, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი, კიმ კარდაშიანი და მისი დედა, კრის ჯენერი, აშშ-ს პრეზიდენტის, უფროსი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი, აგრეთვე მისი ძმა, ჯოშუია კუშნერი და მისი მეუღლე, მოდელი, კარლი კლოსი.
ცხადია, ეს სრული სია არ გახლავთ და გრანდიოზულ საქორწინო ცერემონიალს კიდევ უამრავი ცნობილ სახეს ვიხილავთ.
ცნობისთვის, The Today Show-ის ეთერში ლორენმა უკვე დაადასტურა, რომ საქორწინო კაბა შერჩეული აქვს და ის ამერიკელი დიზაინერის შექმნილია, თუმცა, თუ ვინ იქნება ეს დიზაინერი, ჯერჯერობით უცნობია.
ეს დიდი მოვლენა იქნება – ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი იტალიაში ქორწინდებიან – ცნობილია დეტალები
ქორწილის რეპეტიცია წითელ ხალიჩაზე – ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის თვალწარმტაცი ფოტოები






