ივნისის ბოლოს ჯეი-ზიმ ახალი ალბომი „4:44“ გამოუშვა. მას შემდეგ ქსელში პერიოდულად ვრცელდება სიახლეები იმის შესახებ, როგორ შეიქმნა დისკი. უახლესი ცნობით, ალბომის ბონუს თრექებში ბიონსესა და ჯეი-ზის 5 წლის ქალიშვილის, ბლუ აივის ფრისტაილიც არის მოხვედრილი.
45 წამიან კომპოზიციას უკვე აქტიურად განიხილავენ ქსელში. ცნობილი ხდება, რომ ვარსკვლავების შვილს მშობლების ნიჭი გამოყვა, რადგან აუდიოში, რომელიც ქსელში გავრცელდა, გოგონა იმპროვიზირებულად რეპავს. ცნობილი ხდება ისიც, რომ რეპერს ქალიშვილი წინასწარ არ მოუმზადებია და გოგონამ ადგილზე თავად მოიფიქრა, რა ემღერა.
Le freestyle de Blue Ivy sur 4:44 💙💙😍 pic.twitter.com/UvdQnd2SvB
— BEYONCÉ DIVA (@Bey_Diva_) July 7, 2017