გახსოვთ ალბათ „ოსკარების“ დაჯილდოებაზე, სცენაზე უილ სმიტის და კრის როკის „შეხლა-შემოხლა“, მას შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული თემა კვლავ აქტუალურია.
გასულ კვირას, ჯეიდა პინკეტ სმიტმა გაამხილა, რომ ის და უილ სმიტი უკვე 7 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა, ოფიციალურად განქორწინებულები არ არიან და ამას არც გეგმავენ.
გამოცემა People-თან სმიტის მეუღლემ კიდე ერთი საინტერესო ფაქტი გაასაჯაროვა, ინტერვიუში ის ამბობს, რომ კრის როკმა წარსულში პაემანზე დაპატიჟა. კომიკოსმა მას ტელეფონზე დაურეკა, იმ პერიოდში პინკეტ სმიტი უილ სმიტზე უკვე დაქორწინებული იყო.
აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, მედიაში წერენ, რომ უილ სმიტის სილის გაწნა, შურისძიების მოტივებითაც იყო განპირობებული.
ვიდეო: „აქ გეტყვი ყველაფერს“ – უილ სმიტმა კრის როკს ბოდიში საჯაროდ მოუხადა