LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აქ გეტყვი ყველაფერს“ – უილ სმიტმა კრის როკს ბოდიში საჯაროდ მოუხადა

265
Untitled.pngsfsdfs

უილ სმიტმა ყოფილ მეგობარსა და კოლეგას, კრის როკს სილის გაწნისთვის მეორედ მოუხადა ბოდიში და განაცხადა, რომ კრისმა მას ჯერ ვერ აპატია. სმიტი ამბობს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა და ახლა მიხვდა, თავისი საქციელით რამდენ ადამიანს დაწყვიტა გული.

„დიახ, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მე მსხვერპლი არ ვარ“ – კრის როკი უილ სმიტთან დაპირისპირების შესახებ

„მე დავუკავშირდი კრის, თუმცა შეტყობინება მომივიდა, რომ ის ჯერ არ არის მზად ჩემთან სასაუბროდ, ასე რომ აქ გეტყვი კრის, ბოდიშს გიხდი, ჩემი საქციელი მიუღებელი იყო, როცა საუბარი მოგინდება, მე შენს გვერდით ვიქნები. წარმომიდგენია, რამდენ ადამიანს დავწყვიტე გული, მინდა კრისის დედასაც მოვუბოდიშო“, – აცხადებს სმიტი.

უილ სმიტის მონაწილეობით ყველა პროექტი შეჩერდა

პირველი მსახიობი ისტორიაში, რომელსაც შესაძლოა „ოსკარი“ ჩამოართვან – უახლესი დეტალები უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები