ჯეიდენ და უილოუ სმიტებმა ერთობლივი ჩრდილო-ამერიკული ტურნე დააანონსეს, რომლის ფარგლებშიც ისინი ოსტინს, ჰიუსტონს, ნეშვილს, ატლანტას, ფილადელფიას, ნიუ-იორკს, ჩიკაგოს და ტორონტოს ეწვევიან. ტურნე 12 ნოემბერს სან-დიეგოში დაიწყება და 19 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში დასრულდება.
უილოუ სმიტი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელმაც ასეთ დიდი წარმატებებს მიაღწია, შეგახსენებთ, მისი ალბომი ივლისში გამოვიდა და მისი 18 მილიონი ასლი უკვე გაყიდულია, მისმა ტრეკმა Whip My Hair ორჯერ პლატინის სტატუსი მოიპოვა.