LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიდენ სმიტი, „კრისტიან ლუბუტენის“ მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა

242
page

უილ სმიტის ვაჟი, 27 წლის ჯეიდენ სმიტი, „კრისტიან ლუბუტენის“ მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა.

„ეს დიდი პატივია და პასუხისმგებლობა. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა სამყაროს ვაჩვენებთ ჩვენს ნამუშევრებს. ვფიქრობ, მამაკაცის ხაზს უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, – აღნიშნა ჯეიდენმა.

ლუბუტენის თქმით, მას სხვა კანდიდატები არც განუხილავს. სმიტის სტილი, ცნობისმოყვარეობა და თავისუფლების შეგრძნება მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ჯეიდენი პარიზში გადავა საცხოვრებლად და წელიწადში ოთხ კოლექციას წარადგენს. პირველი ჩვენება 2026 წლის იანვარში, „მამაკაცის მოდის კვირეულზე“ შედგება.

მანამდე სმიტმა დააფუძნა ბრენდი MSFTSrep, იყო New Balance-ის ელჩი. რაც შეეხება მის მუსიკალურ შემოქმედებას, მან გამოაქვეყნა სამი ალბომი და ითანამშრომლა ჯასტინ ბიბერთან.

„რობერტ პატინსონი და ბეტმენი ჩემი კუმირები არიან“ – ჯეიდენ სმიტი Wonderland-ის გარეკანზე

შერიგება თუ მეგობრობა – უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი ერთწლიანი განშორების შემდეგ, ერთად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები