LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიდენ სმიტმა ახალი ალბომი დააანონსა (ფოტო)

108
Jaden

ჯეიდენ სმიტმა მეორე სტუდიური ალბომის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Erys – ასე ჰქვია დისკს, რომელიც დღის სინათლეს 5 ივლისს იხილავს. აღსანიშნავია, რომ ფირფიტის სახელწოდება ამერიკელი რეპერის სადებიუტო სტუდიური ალბომის – Syre რევერსია.

20 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ახალ კრებულში 17 სიმღერა, მათ შორის დუეტები დასთან – უილოუსთან, Tyler, the Creator-თან, KiD CuDi-ისთან და A$AP Rocky-ისთან შედის. ჩანაწერის დელუქს გამოცემას 3 ბონუს ტრეკი მოჰყვება, რომელთაგან ერთ-ერთი ამ უკანასკნელთან მეორე კოლაბორაციაა.

ცნობისთვის, ჯეიდენის ახალი ალბომის ლიდ სინგლი – Again, რომელიც მან SYRE-ისთან ერთად ჩაწერა, 2 ივლისს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები