LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმი დორნანის თქმით, კრისტიან გრეის როლისთვის ის ზედმეტად მოხუცდა

109

„თავისუფლების ორმოცდაათი ელფერის“ პრემიერამდე, მსახიობი ჯეიმი დორნანი გადაცემას Lorraine ITV სტუმრობდა. ვარსკვლავმა პროექტის, გადაღების პროცესისა და მეუღლის ეროტიკული სცენებისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მის ცოლს ფილმის არცერთი ნაწილი ნანახი არ აქვს, თუმცა გადასაღებ მოედანზე რამდენჯერმე იმყოფებოდა და შესაბამისად, მსახიობებს პირადად იცნობს.

რაც შეეხება ფილმის გაგრძელებას, ჯეიმიმ დარწმუნებით განაცხადა, რომ ის პროექტში დაბრუნებას აღარ გეგმავს:

„ვფიქრობ, თქვენც ხვდებით, რომ ამ პროექტისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. დაკოტა და განსაკუთრებით მე, უკვე ძალიან მოვხუცდით ამ ყველაფრისთვის. ეს მათ გასაგონად თუ გაგრძელებაში მონაწილეობის მისაღებად კიდევ მიგვიწვევენ“, – აღნიშნა მსახიობმა.