ჯეკ ჰარლოუს ლუისვილში გამართული კონცერტი მისი მსმენელისთვის, მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. ლუისვილის ორკესტრის თანხლებით, ჰიპ ჰოპ არტისტმა ელვის პრესლის პატივსაცემად, ,,როკ-ენ-როლის მეფის” ერთ-ერთი საკულტო ჰიტი – Can’t Help Falling in Love იმღერა.
რეპერისეულ ინტერპრეტაციას 1961 წლის კომპოზიციაზე, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ახლახან, კლასიკური ჩანაწერი პრესლის შემოქმედებიდან პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც Spotify-ზე მილიარდ სტრიმს გადააჭარბა.
ელვის პრესლიმ Can’t Help Falling in Love ფილმისთვის – Blue Hawaii ჩაწერა. კინოსურათში ლეგენდარული შემსრულებელი მთავარ როლს ასრულებს.