LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯენიფერ ენისტონი მოსაკლავია“ – ჰარვი ვაინშტაინის რეაქცია ენისტონის ბრალდებაზე და 23 წლიანი პატიმრობა

354
rs-1024x759-200310180720-1024-jennifer-aniston-harvey-weinstein

„ბიბისის“ ინფორმაციით, ცნობილ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს, 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.  სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობილმა მსახიობებმა, გვინეტ პელტროუმ, ანჯელინა ჯოლიმ და ჯენიფერ ენიოსტონმა განაცხადეს, თუმცა, როგორც ჩანს, „კინომაგნატს“ ყველაზე მწარედ გულზე, სწორედ ჯენიფერ ენისტონის ბრალდება მოხვდა.

„ჯენიფერ ენისტონი მოსაკლავია“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჰარვი  მსახიობის ბრალდებებს.

სანდო წყაროს ცნობით, ჰარვის ჯენიფერი უყვარდა, ის გამუდმებით ამბობდა, თუ როგორი ცხელი და ვნებიანი იყო ენისტონი, ჯენიფერი კი მასთან მარტო არასდროს რჩებოდა.

ბოლოს კი ჯენიფერ ენისტონმა ფარდა ახადა სიმართლეს და განაცხადა, რომ პროდიუსერი მასზე სექსუალურად ძალადობდა.

შეგახსენებთ, პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, 2018 წელს კი ის პოლიციას ჩაბარდა, თუმცა მილიონი დოლარის სანაცვლოდ, გირაოთი გაანთავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები