ჯენიფერ ენისტონსა და ჯასტინ ტერუს ამ დრომდე ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ამის მიუხედავად წყვილის ერთად გამოჩენამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. ფანები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა 48 წლის ტერუსა და 50 წლის ენისტონისთვის შერიგების შანსია.
ახალი ფოტოები ინტერნეტში თავად ყოფილმა მეუღლეებმა გაავრცელეს. მადლიერების დღე ენისტონმა სახლში აღნიშნა, სადაც სტუმრებს შორის იყვნენ ქორთნი ქოქსი, ჯეისონ ბეითმანი და ჯიმი ქიმელი მეუღლესთან ერთად. ფოტოზე ენისტონი და ტერი ერთად პოზირებენ და ბედნიერები ჩანან. ესაა პირველი ერთობლივი ფოტო განქორწინების შემდეგ.