LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერმა ბენ აფლეკის ახალ პარტნიორს საკუთარ შვილებთან ურთიერთობა აუკრძალა

106

მართალია, ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი 10-წლიანი ქორწინების შემდეგ მეგობრებად დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყოფილი მეუღლის ახალი პარტნიორი გარნერმა მაინც არ მოიწონა, მეტიც ლინდსი შუკუსს საკუთარ შვილებთან ურთიერთობაც აუკრძალა.

ბენს და ჯენიფერს სამი შვილი – 12 წლის ვიოლეტა, 9 წლის სერაფინა და 6 წლის სემიუელი ჰყავთ, რომლებთანაც აფლეკი საკმაოდ ინტენსიურად ურთიერთობს, თუმცა ახალი რჩეულისთვის მათ გაცნობას მაინც არ გეგმავს, მაშინ როცა ლინდსიმ საკუთარი ქალიშვილი დიდი ხნია გააცნო ბენს.

როგორც აღმოჩნდა, აფლეკმა სრულად გაიზიარა ყოფილი მეუღლის პოზიცია და არანაირი სურვილი არ აქვს თავს მოახვიოს ლინდსის კომპანია საკუთარ შვილებს: “ბენს კარგად ესმის ჯენიფერის პოზიცია და პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ჟურნალისტთან ინტერვიუში წყვილის ძველმა მეგობარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები