ახლახან მედიაში ინსაიდერის განცხადება გავრცელდა. წყაროს ცნობით, ბენ აფლეკის ყოფილი მეუღლე, ჯენიფერ გარნერი არ არის კმაყოფილი მისი ქცევით. ჯენი თვლის, რომ ბენი ვერ უმკლავდება ჯეი ლოსთან განქორწინებით გამოწვეულ სტრესს, მას სურს, რომ ის ბოლოს და ბოლოს გაიზარდოს.
„ჯენიფერ გარნერს ბენზე უდიდესი გავლენა აქვს. ამიტომ ის თვლის, რომ ვალდებულია, მას დაეხმაროს“, – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, ბენსა და ჯენიფერს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვთ. ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან. მათ გასული დღესასწაულები ერთად გაატარეს.
ბენ აფლეკი პაპარაცებს აუშარდა – განრისხებული მსახიობის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება