ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები დაასახელეს. წლის საუეკეთესო დრამატული ფილმი ტიტულისთვის შემდეგი ფილმები იბრძოლებენ: ირლანდიელი (Irishman), ქორწინების ისტორია (Marriage Story), ჯოკერი (Joker) და პატარა ქალბატონები (Little Women).
რაც შეეხება ფილმებში გამოყენებულ საუკეთესო კომპოზიციებს, ,,ოქროს გლობუსის” 77-ე ცერემონიის ნომინანტები ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ტეილორ სვიფტი და ელტონ ჯონი იბრძოლებენ.
ჯენიფერ ლოპესი ფილმისთვის Hustlers (ზარცვა ქუსლებზე) საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის კატეგორიაშია წარდგენილი, ის ვეტერანი სტრიპტიზის მოცეკვავის როლში მოგვევლინა.
ბიონსე ნომინანტთა სიაში ანიმაციური ფილმისთვს The Lion King (მეფე ლომი) შექმნილი კომპოზიციით Spirit მოხვდა.
ტეილორ სვიფტი მიუზიკლის Cats-ის (კატები) საუნდტრეკით Beautiful Ghosts წარსდგა ნომინანტთა სიაში.
ლეგენდარული ელტონ ჯონი კი გამარჯვებისთვის ბიოგრაფიული ნამუშევარით Rocketman და მასში შესრულებული კომპოზიციისთვის I’m Gonna Love Me Again იბრძოლებს.
შეგახსენებთ, დაჯილდოების ცერემონიალი 2020 წლის 5 იანვარს კალიფორნიაში გაიმართება. მანამდე კი 2018 წლის ოქროს გლობუსის ნომინანთა ჩამონათვალი გავიხსენოთ.
,,ოქროს გლობუსის'' ნომინანტი კინომსახიობების ვინაობა ცნობილია
76-ე ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტი კინომსახიობების სრული სია