ჯენიფერ ლოპესმა და დრეიკმა, ყვითელ მედიას მათი რომანის არსებობის შესახებ კიდევ ერთი საბაბი მისცეს – მუსიკოსები ერთად არამარტო ხმისჩამწერ სტუდიაში, არამედ თავისუფალ დროსაც ატარებენ.
პაპარაცებმა წყვილი ლოს-ანჯელესში, რომანტიული ვახშმის დროს დააფიქსირეს. ვარსკვლავები რესტორნამდე ცალ-ცალკე მივიდნენ, თუმცა ერთ მაგიდასთან დასხდნენ.
ამ დღეებში ქსელში ასევე გაჩნდა ინფორმაცია დრეიკის ძვირადღირებული საჩუქრის შესახებ, რომელიც მან ლოპესს აჩუქა.