LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი და რობერტ პატინსონი ფილმის პრემიერაზე – ფილმს „კანის კინოფესტივალზე” ექვს წუთიანი უწყვეტი აპლოდისმენტი მოჰყვა

127
page

კანის რიგით 78-ე ფესტივალზე მორიგი საკონკურსო ფილმი აჩვენეს. ამჯერად მაყურებელმა ლინ რემსის ახალი ფილმი, „მოკვდი ჩემო სიყვარულო“ იხილა.

მთავარი როლები ფილმში 34 წლის ჯენიფერ ლოურენსმა და 39 წლის რობერტ პატინსონმა შეასრულეს. ჯენიფერ ლორენსი ამ დღეს ორი სხვადასხვა კაბით წარსდგა წითელ ხალიჩაზე. მას ჯერ ღია ვარდისფერი კაბა ეცვა, მოგვიანებით კი, შავი კლასიკური კაბით გამოჩნდა.

კადრში მოხვდა ძალიან ემოციური მომენტიც, როცა რობერტ პატინსონი ლოურენსს კაბის ქვედაბოლოს უსწორებს, რომ ფოტოზე ის ეფექტურად გამოჩნდეს.

საინტერესოა, რომ ფილმი „მოკვდი ჩემო სიყვარულო“ ფსიქოლოგიური ტრილერი გახლავთ, რომელიც მწერალ არიან ხარვიცის რომანის მიხედვით არის გადაღებული. ფილმის ჩვენებას „კანის კინოფესტივალზე”, ექვს წუთიანი უწყვეტი აპლოდისმენტი მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები