LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯეო-ემ-ტექსი“ პირველ კოლექციას 2016 წელს გამოუშვებს

168

შპს „ჯეო-ემ-ტექსი“ პირველ კოლექციას 2016 წლის დასაწყისში გამოუშვებს, ამის შესახებ ,,ფორტუნას’’ საწარმოში განუცხადეს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, იმისთვის რომ საფეიქრო საწარმომ დიდი შეკვეთები მიიღოს ტექნიკური გადაიარაღების პროცესი ბოლომდე უნდა დასრულდეს. საქსოვი და საკერავი დანადგარების დამონტაჟება და გამართვა კომპანიას 2,3 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.

თავდაპირველად „ჯეო-ემ-ტექსი“ შეკვეთებზე იმუშავებს, თუმცა დაინტერესების ზრდის შემთხევაში კომპანიაში, საცალო ბაზარზე გასვლასაც არ გამორიცხავენ.

შპს „ჯეო-ემ-ტექსი“ როგორც ქალის, ასევე მამაკაცის საწარმოო ხაზს აერთიანებს. კომპანია სამომავლოდ პროფ-ტექნიკური სასწავლებლის დაარსებასაც გეგმავს.

„ჯეო-ემ-ტექსი“ “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები