2016 წლის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა, თუმცა ვარსკვლავური დაშორებების სერია არ წყდება. ცნობილი გახდა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ, ჯერარდ ბატლერი და მორგან ბრაუნი ერთმანეთს დაშორდნენ.
47 წლის ბატლერი და მისი რჩეული ერთად 2014 წლიდან არიან. პაპარაცებმა ერთად ისინი მიმდინარე ზაფხულში, იტალიაში დასვენების დროს დააფიქსირეს. რა გახდა დაშორების მიზეზი, უცნობია.
