44 წლის ჯესიკა ალბა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაასრულა განქორწინების პროცესი კეშ უოერენთან, დროს თავის ახალ შეყვარებულთან, 33 წლის დენი რამირესთან ერთად მაიამის სანაპიროზე ატარებს.
მსახიობი მაიამიში ჩავიდა, სადაც რამირესი ახალ ფილმზე მუშაობს. გადაღებების შესვენებისას წყვილი სანაპიროზე გავიდა და სადაც ისინი პაპარაცებმა გადაიღეს.
ფოტოებზე ალბა და მისი მეგობარი მამაკაცი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ. ჯესიკასთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო დენიმ „ინსტაგრამზეც“ გაავრცელა.
ჯესიკა ალბა 11 წლით უმცროს მამაკაცს ხვდება – მისი რჩეული მსახიობია
შეგახსენებთ, გასულ წელს ჯესიკა ალბა და მისი მეუღლე, პროდიუსერი კეშ უორენი 17 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ყოფილი წყვილი სამ შვილს ზრდის, 18 წლის ჰონორს, 14 წლის ჰეივენს და 8 წლის ჰეისს.
ჯესიკა ალბა მეუღლეს 17 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა და მიზეზიც გაამხილა