LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესიკა ალბა მეუღლეს 17 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა და მიზეზიც გაამხილა

280
page

ჯესიკა ალბა და მისი მეუღლე, პროდიუსერი კეშ უორენი 17 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა TMZ.-მ გაავრცელა.

მიუხედავად განშორებისა, წყვილმა ახალი წელი შვილებთან ერთად აღნიშნა, თუმცა, „ოქროს გლობუსის“ წითელ ხალიჩაზე 43 წლის ალბა მარტო მივიდა, მას ქორწინების ბეჭედი უკვე აღარ ეკეთა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჯესიკამ კომენტარი გააკეთა:

„ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ამ ქორწინებაში საუკეთესო ადამიანებად ვიქეცით. ახლა ახალი ეტაპის დაწყების დროა. ჩვენ მივდივართ წინ სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით. ჩვენი შვილები ჩვენს პრიორიტეტად რჩება და მუდამ ერთი ოჯახი ვიქნებით. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, – წერს ალბა.

ცნობისთვის წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს, „ფანტასტიკური ოთხეულის“ გადაღებებზე გაიცნო. 2007 წელს ისინი დაინიშნნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ფოტო/ვიდეო: „ეს არის 40“ – ჯესიკა ალბამ დაბადების დღე მოკრძალებულად, საკუთარ ოფისში აღნიშნა

ჯესიკა ალბა სახლს ჰყიდის-ნახეთ როგორია მსახიობის აპარტამენტი ბევერლი ჰილზზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები