LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესიკა ალბამ ჰელოუინისთვის „არასრულწლოვანი ორსულის“ კოსტიუმი აირჩია

50

მანამ, სანამ სხვა ვარსკვლავები 1970-იანი წლების კოსტიუმებს ირგებდნენ, ჯესიკა ალბამ ფილმ „Juno“-დან, არასრულწლოვანი ორსული გოგონას იმიჯი მოირგო, რომელიც ელენ პეიჯმა ითამაშა. სამოსის არჩევა რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის, ჯესიკა თავადაც პატარას მოლოდინშია – უკვე მესამედ. თუმცა, მისთვის, და მისი მეუღლისთვის, კეშ უორნისთვის ბავშვი, არასრულწლოვანი ჯუნოსგან განსხვავებით, სასურველია.

მეუღლეებს ყოველთვის სურდათ მესამე შვილი. ისინი 9 წლის ონორსა და 6 წლის ჰევენს ზრდიან. ჯესიკა და კეში ბიჭუნას ელოდებიან. ჰელოუინისთვის ჯესიკას მეუღლემ პოპულარული ვიდეო თამაშის პერსონაჟის, ლუიჯის როლი მოირგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები