World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში წელსაც გაიმარჯვა.
ჯილდო ჩვენია ??
გილოცავთ ყველას ??????
#ბათუმი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ✅❤???Posted by Tinatin Zoidze on შაბათი, 01 ოქტომბერი, 2022
„ჯილდო ჩვენია! #ბათუმი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა“, – წერს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე Facebook-ის პირად გვერდზე.
„World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი“, – წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
აღსანიშნია, რომ პირველად ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო 2019 წელს მიიღო.
ცნობისთვის: World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.