აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ,,ნამდვილი ავაზაკი” უწოდა.
ამის შესახებ ბაიდენმა წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას ისაუბრა.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინი არის ,,მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”.
ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი აგრესიისთვის დიდ ფასს იხდის.
,,პუტინი დიდ ფასს იხდის თავისი აგრესიისთვის და ეს არის იმის ნაწილი, რის გამოც, ეს ფასი ასე მაღალია”, – განაცხადა ბაიდენმა.
„ასეთი რიტორიკა მიუღებელი და უპატიებელია” – ჯო ბაიდენის განცხადებას კრემლიდან უპასუხეს
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.