ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ არ სჯერა, ხალხი უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის მომხრე იყოს.
ჯო ბაიდენის მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის “ტვიტერზე” ვრცელდება:
“აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვა რუს ხალხს: “არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ – იმ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომელთანაც თქვენ იზიარებთ ისტორიასა და კულტურას და გაქვთ ასეთი ღრმა ნათესაური კავშირები”, – აღნიშნულია მიმართვაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:
.@POTUS message to the people of Russia: “I do not believe you want a bloody, destructive war against Ukraine — a country and a people with whom you share such deep ties of family, history, and culture.” pic.twitter.com/ExXYyoFxN0
— Department of State (@StateDept) March 5, 2022