LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად კამალა ჰარისს უჭერს მხარს

148
ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

შესაბამისი განცხადება ბაიდენმა X-ზე გამოაქვეყნა.

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის

„დღეს მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი წელს. დემოკრატებო – დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს“, – წერს X-ზე ბაიდენი.

ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები