თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსცემა ბრძანება, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თვითგამოცხადებულ ლუგანსკსა და დონეცკში აშშ-ის მოქალაქეებისთვის ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობასა და დაფინანსებას კრძალავს.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რათა უპასუხოს პრეზიდენტ პუტინის ქმედებას ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებელ” სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. პრეზიდენტი პუტინის ქმედება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია,რომ განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებიც მზად ვართ მივიღოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის საპასუხოდ.
“ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ,“- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ბაიდენი, შოლცი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უპასუხოდ არ ჩაივლის.