LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი თავისი სიყვარულის შესახებ კომედიას გადაიღებენ

162

მუსიკოსმა ჯონ ლეჯენდმა და მოდელმა კრისი ტეიგენმა გადაწყვიტეს ძალები სხვა სფეროში მოსინჯონ. წყვილი ფილმს გადაიღებს, რომელიც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე იქნება და რომელიც სახელწოდებას „ჩვეულებრივი ხალხი“ მიიღებს. ფილმს თავად კრისისა და ჯონის სიყვარულის ისტორია დაედება საფუძვლად, თუმცა მთავარ როლებს სხვები შეასრულებენ. წყვილი არცერთ ეპიზოდში არ გამოჩნდება.

„ეს არის მუსიკალური კომედია, რომელიც სამოყვარულო სტილში იქნება გადაღებული. მთავარი გმირები – შეყვარებული ადამიანები იქნებიან, რომლებიც სხვადასხვა ეროვნებისა და ხასიათის არიან და აქვთ დიდი ამბიციები“ – წერს Deadline.

შეგახსენებთ, რომ ჯონმა და კრისიმ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს. მათი თქმით, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები