ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის უკანასკნელი წერილი აუქციონზე Gotta Have Rock and Roll 63 750 დოლარად გაიყიდა. ის ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ წერილი საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი, მისი ადრესატი კი ლენონის ბუღალტერია. წერილი 1980 წლის 8 დეკემბრით თარიღდება.
ცნობისთვის, მუსიკოსი სწორედ ამ დღეს მოკლეს. მარკ ჩეპმენმა მას ნიუ-იორკის ქუჩაში, ორჯერ ესროლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე კი ავტოგრაფი ჩამოართვა.
,,ერთადერთი რაც გჭირდება სიყვარულია” – ჯონ ლენონის და იოკო ონოს სიყვარულის ისტორია