LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ მალკოვიჩი ვენეციის სასტუმროში კოვიდ პასპორტის არ ქონის გამო არ შეუშვეს

146
page

ბრიტანელი მსახიობი, ჯონ მალკოვიჩი ვენეციაში, გადაღებებზე ჩაფრინდა, თუმცა, ის სასტუმროში, Danieli, კოვიდ პასპორტის არ ქონის გამო არ შეუშვეს. იტალიური მედიის ცნობით, მსახიობს ღამის გასათენებლად კერძო სახლის მოძებნა მოუწია.

ცნობისთვის, იტალიაში, 10 იანვრიდან მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა, ორჯერადი ვაქცინირებულების მოწმობას ფაქტობრივად ყველგან ითხოვენ.

რაც შეეხება მალკოვიჩის ამჟამინდელ საქმიანობას, ყველას კარგად გვახსოვს 1999 წელს გამოსული ფილმი, „ნიჭიერი მისტერ რიპლი“, 20 წლის შემდეგ მალკოვიჩი ამავე ფილმზე დაყრდნობით გადაღებულ სერიალში, „რიპლი“ მონაწილეობს. მას პარტნიორობას ჯონ ფლინთი და დაკოტა ფენინგი უწევენ. პრემიერა 2023 წელს შედგება.

„მაშინებენ ადამიანები, რომლებმაც ყოველთვის სხვებზე კარგად იციან ყველაფერი“ – ჯონ მალკოვიჩის ცნობილი გამონათქვამები (fortuna.ge)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები