ფილმის „ჯონ უიკისა“ და კიანუ რივზის თაყვანისმცემლებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. სულ ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფილმის მე-4 და მე-5 ნაწილებს ერთმანეთის მიყოლებით გადაიღებენ, ფილმის პრემიერა კი 2021 და 2022 წელს შედგება.
ამის შესახებ კომპანია Lionsgate-ის დირექტორმა, ჯონ ფერთჰაიმერმა კომფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი კიანუ რივზი განთავისუფლდება, გადაღებებიც მაშინვე დაიწყება.
შეგახსენებთ, მძარფსიუჟეტიანი ფილმის პირველი სერია 2015 წელს ვიხილეთ. ფილმის საერთო მოგებამ, 579 მილიონ დოლარს შეადგინა.