Jonas Brothers ,,დისნეის ლეგენდის” მინიჭების წლევანდელ ლაურეატთა შორის დასახელდა.
საპატიო წოდების რეციპიენტთა წლევანდელი კლასი გამორჩეულია იმით, რომ მასში შედის კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ბობ აიგერი და არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის – ენ ჰეთეუეი და დუეინ ჯონსონი.

Jonas Borthers-ის აღიარება უკავშირდება იმ უდიდეს გავლენას, რომელიც კევინმა, ჯო და ნიკ ჯონასებმა 2000-იანი წლების ბოლოდან დღემდე Disney-ს მუსიკალურ და სატელევიზიო კულტურაზე მოახდინეს.
სამეულის ძირითადი მიღწევები და პროექტები Disney-სთან თანამშრომლობით მოიცავს საკულტო ფილმებს, სერიალებსა და მუსიკალურ ჩანაწერებს, რამაც ძმების Disney Legend-ის ტიტულით აღიარება განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ Disney-ს კუთვნილ ლეიბლზე – Hollywood Records გამოუშვა ტრიომ სამი სტუდიური ალბომი, რომლებმაც ბენდი გლობალურ ფენომენად აქცია.
მაილი საირუსი ,,დისნეის ლეგენდა’’ გახდა
,,დისნეის ლეგენდების” მინიჭების ოფიციალური ცერემონია, 16 აგვისტოს გაიმართება. საღამოს წამყვანი – რაიან სიკრესტი იქნება.
,,დისნეის ლეგენდა” არის პრესტიჟული ჯილდო, რომელსაც The Walt Disney Company 1987 წლიდან გადასცემს იმ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დისნეის მემკვიდრეობის განვითარებაში.