21 ნოემბერს, ნიუ-ჯერსის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიის წამყვანი, 81 წლის მსახიობი, დენი დევიტო იყო.
New Jersey Hall of Fame-ის ახალ წევრებს შორის, კევინი, ჯო და ნიკ ჯონასებიც მოხვდნენ. ისინი დარბაზში Jonas Brothers-ის სახელით შევიდნენ, რომელიც ძმებმა 2005 წელს, მშობლიურ ნიუ-ჯერსიში ჩამოაყალიბეს.
7 წლიანი პაუზის შემდეგ, Fifth Harmony Jonas Brothers-ის კონცერტზე გამოვიდა
ცნობისთვის, ნიუ-ჯერსის დიდების დარბაზი ინტერაქტიული გასართობი და სასწავლო ცენტრია, რომელიც აღმოსავლეთ რუტერფორდში, სავაჭრო ცენტრში – ,,ამერიკული ოცნება” მდებარეობს. იგი პატივს მიაგებს ნიუ ჯერსის გავლენიან ფიგურებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხელოვნების, სპორტის, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი სამსახურის სფეროებში. დარბაზში გაწევრიანების ცერემონია სტარტს 2008 წლიდან იღებს. მუსიკალური ინდუსტრიიდან მასში ფრენკ სინატრა, ბრიუს სპრინგსტინი, ტონი ბენეტი, ქუინ ლატიფა, უიტნი ჰიუსტონი, გლორია გეინორი და სხვები შედიან.