სულ ცოტა ხანში, მაიკლ ჯექსონის შესახებ მიუზიკლი For The Love Of A Glove (ხელთათმანის სიყვარულისთვის) დაიდგმება. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მიუზიკლის პროდიუსერი ჯონი დეპი იქნება.
მიუზიკლი პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მთხრობელის როლში მომღერლის ცნობილი, თეთრი ხელთათმანი მოგვევლინება. სცენარის თანახმად, სწორედ ხელთათმანია დამნაშავე ყველაფერში, რაშიც ვარსკვლავს ადანაშაულებენ. სწორედ ასეთია მიუზიკლის ორიგინალიური სცენარი. შეგახსენებთ, პოპ-ვარსკვლავს პედოფილიაში ადანაშაულებენ, მიუზიკლშიც ყურადღება, სწორედ აღნიშნულ საკითხზე იქნება გამახვილებული.
მსახიობებთან ერთად სცენაზე Jackson 5-ის წევრების თოჯინებიც გამოჩნდებიან.
პრემიერა 25 იანვარს, ლოს-ანჯელესში შედგება.