LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპი მერილინ მენსონის კლიპში გამოჩნდა (ვიდეო)

75

მერილინ მენსონმა სიმღერაზე „Say10“ კლიპი წარმოადგინა, რომლის მთავარი პერსონაჟი ჯონი დეპია. ტრადიციულად, მენსონის ვიდეოში ნამდვილი სიგიჟე ხდება: დეპი უამრავი ლამაზმანის გარემოცვაში ხვდება. კლიპი სავსეა ვნებითა და განცდებით. მენსონმა არც ბევრი სისხლი და ეპატაჟი დაივიწყა.

სიმღერა როკერის ახალ ალბომში „Upside Down“ შედის, რომელიც 6 ოქტომბერს გამოვიდა. სიმღერა კი, კრიტიკოსების თქმით, ყველაზე არაერთგვაროვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები