ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი, ლილი-როუზ დეპი უკვე წელია მუსიკოსს, 070 Shake ხვდება. გოგონები ერთად ხშირად ჩნდებიან და არც ემოციების საჯაროდ გამოხატვას ერიდებიან.
ამჯერად წყვილი პარიზში მოგზაურობის დროს გადაიღეს. ისინი ხელიხელჩაკიდებულები სეირნობდნენ, ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
ინსაიდერის განცხადებით, 26 წლის მსახიობი და 28 წლის მუსიკოსი დაქორწინებას გეგმავენ.
ლილი-როუზ დეპის ახალი იმიჯი საშინელებათა ფილმის გადაღებებზე
„ისინი დაოჯახებას გეგმავენ“ – ლილი-როუზ დეპი მეგობარ გოგოსთან ერთად სანტა-მონიკაში გადაიღეს