LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორდანის მერე რონალდოა: ნაიკი უმსხვილეს კონტრაქტს ამზადებს

32

კრიშტიანო რონალდო ”ნაიკთან” მაიკლ ჯორდანის შემდეგ ყველაზე მსხვილ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
შეთანხმება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

ზუსტი თანხა ოფიციალურად არ არის ცნობილი. როგორც AS ამბობს, რონალდო იმდენივეს გამოიმუშავებს, რამდენსაც ”რეალში” შოულობს წლიურად – 24 მილიონი ევრო.

ეს გახდება მაიკლ ჯორდანის შემდეგ ”ნაიკისგან” დასპონსორებული ყველაზე დიდი კონტრაქტი. კალათბურთის მეფეთა მეფეს შეთანხმება ჯერ კიდევ 1984 წელს ქონდა.

ლეგენდარული კალათბურთელი ყოველწლიურად ათეულობით მილიონს შოულობს ბრენდ Air Jordan-ის გამოისობით, რომელსაც სწორედ ”ნაიკი” ქმნის.

მადრიდის ”რეალის” სპონსორი კი (სადაც რონალდო თამაშობს) კომპანია ”ადიდასია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები