მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯორჯ მარტინიც კი დამწუხრებულია იმ ფაქტით, რომ სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ღირებული და პოპულარული პერსონაჟების მოკვლა „უწევს“, ცნობილი ხდება იმ „ხელშეუხებელი“ პერსონაჟების მცირე რეიტინგი, რომლებსაც პროექტის ბოლომდე ვიხილავთ.
გამოცემამ Tech Insider მოიპოვა წერილი, რომელიც ჯორჯ მარტინმა შორეულ 1993 წელს დაწერა, როდესაც „ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე“ მუშაობას მხოლოდ იწყებდა. წერილში საუბარია ტრილოგიის შექმნასა და მის დასასრულზე.
ჯორჯ მარტინის ჩანაფიქრით, ნაწარმოების ორიგინალში 5 საკვანძო პერსონაჟია, რომლებიც ბოლომდე იქნებიან. წერილში ამ ტრილოგიას ის „თაობების საგას“ უწოდებს და ხუთი პერსონაჟის ცხოვრებას ყვება – სამი მამაკაცისა და ორი ქალის, ეს პერსონაჟები კი არიან: ტირიონ ლანისტერი, დეიენერის ტარგარიენი და სამი სტარკი: არიან, ბრანი და ჯონ სნოუ.