LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჯორჯიან ეარვეისი” 25 მარტიდან 11 ახალი მიმართულებით იფრენს

38

1 მარტს, სასტუმრო,,ბილტმორში’’, 13:00 საათზე ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალური დირექტორი, გივი დავითაშვილი, ავიაკომპანიის 11 ახალი მიმართულების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის, ბრიუსელის, ბოლონიის, ბარსელონის, ბერლინის, კიოლნის, ბრატისლავას, ათენის, სალონიკის, ხარკოვისა და ყაზანის მიმართულებით 2018 წლის 25 მარტიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. მგზავრების კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით პირდაპირი ფრენები მხოლოდ დღისა და საღამოს საათებში დაინიშნება.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, პირდაპირი ავიარეისების დამატება მგზავრებისთვის დროის დაზოგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად. ავიაკომპანიის აღნიშნული წარმატებული ნაბიჯი ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული ავიაციის განვითარებას, ასევე ახალი კადრების დასაქმებას.

შეგახსენებთ, ,,ჯორჯიან ეარვეისი” ავიარეისებს 1993 წლიდან ახორციელებს. ამჟამად, ქართული ავიაკომპანია მსოფლიოს 10 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს, 25 მარტიდან კი ეს ციფრი 21-მდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები