კრიშტიანო რონალდოს უმშვენიერესი საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი შვილებთან ერთად „ალ-ნასრის“ თამაშს დაესწრო. ფოტოების სერია მოდელმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა წარწერით: „ჩვენ გავიმარჯვეთ, ოჯახი“.
ამ დღეს 29 წლის ჯორჯიანა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ის მოედანზე პოზირებდა და დამსწრე საზოგადოების ყურადღებაც მხოლოდ მისკენ იყო მიმართული.
„ჩემი პირველი ვოგის გარეკანი“ – კრიშტიანო რონალდოს საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი აღარ ხუმრობს
რაც შეეხება მის „ლუქს“, როდრიგესს საფეხბურთო ფორმა ეცვა, რომელსაც ზურგზე „რონალდო“ ეწერა.
სხეულზე მომდგარ, 100 ფუნტიან Guess-ის ჯინსის შარვალს, მან 1045 ფუნტიანი, Le Sillaa-ს ჩექმა და 330 ფუნტიანი „დიორის“ ქამარი შეუხამა. მის გლამურულ „ლუქს“ კი Birkin Alligator-ის ჩანთა შეუხამა, რომლის ღირებულებაც 115 000 ფუნტი სტერლინგია.
„დედოფალი არაბეთიდან“ – ჯორჯიანა როდრიგესის ყელსაბამმა მსოფლიო აალაპარაკა