LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯინა ჩეპმენმა ედრიენ ბროუდისა და ჰალი ბერის კოცნაზე პირველი კომენტარი გააკეთა

267
page

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ოსკარის“ რიგით 97-ე დაჯილდოების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გამარჯვებული ედრიენ ბროუდისა და ჰალი ბერის კოცნა გახლდათ. ჰალი კოლეგასთან მივიდა და პირდაპირ მისი შეყვარებულის, ჯორჯინა ჩეპმენის თვალწინ ვნებიანად აკოცა და მისი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

მოგვიანებით, ჯორჯინამ, რომელიც მოგეხსენებათ, ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი მეუღლეა, „ოსკარის“ ყველაზე კაშკაშა მომენტზე თავისი კომენტარი გააკეთა.

„როგორ შეიძლება მამაკაცმა ჰალი ბერის კოცნაზე უარი უთხრას?!“, – განაცხადა ჩეპმენმა.

რაც შეეხება კოცნის ინიციატორს, ბერიმ თავის „ინსტაგრამზე“ ბროუდისთან კოცნის ვიდეო შემდეგი სათაურით გაავრცელა: „სიურპრიზი, მომიწია შური მეძია“.

შეგახსენებთ, ბროუდიმ პირველი „ოსკარი“ 2003 წელს, ფილმისთვის „პიანისტი“ მიიღო. მას ჯილდო სწორედ ჰალი ბერიმ გადასცა და ამ მომენტში ედრიენმა მას მოულოდნელად აკოცა.

ერთგვარი ტრადიცია – ედრიენ ბროუდისა და ჰალი ბერის ცეცხლოვანი კოცნა „ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები