3 ივნისს, დიდ ბრიტანეთში ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ტურინის „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ შეხვდნენ. თამაში ამ უკანასკნელის გამარჯვებით ანგარიშით 1:4 დასრულდა.
საღამოზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კრიშტიანო რონალდო იმყოფებოდა, რომლის საგულშემატკივროდ მოედანზე მისი მეგობარი გოგო, ჯორჯინა როდრიგესიც იმყოფებოდა.
თამაშის დამთავრების შემდეგ ის და რონალდოს ვაჟიშვილი მოედანზე გავიდნენ და კრიშტიანოს მიულოცეს. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი როდრიგესის ვიზუალის მიმართაც, რადგან ბოლო დროს ქსელში მოხვდა მისი ფოტოები, სადაც მომრგვალებული მუცელი ჩანდა, თუმცა ჩაცმულობით როდრიგესი ცდილობდა, ყურადღება არ გაემახვილებინა.
კრიშტიანო და ჯორჯინა ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.