LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუდ ლოუ ვლადიმირ პუტინის როლში – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან

176
Untitled design (28)

როგორც ცნობილია, 52 წლის ჯუდ ლოუ ახალ ფილმში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის როლს ასრულებს. „ჯადოქარი კრემლიდან“, ასე ჰქვია კინოსურათს, რომლის რეჟისორიც ოლივიე ასაიასია. ფილმს ჯულიანო ემპოლის წიგნის მიხედვით გადაიღებენ. ამის შესახებ უკვე არაერთი ტაბლოიდი წერს.

„რაში გავყავი თავი?!“ – ჯუდ ლოუ ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს – რას წერს მსახიობი

რამდენიმე საათის წინ გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა. მედიის ცნობით, გადაღებები რიგაში მიმდინარეობს.

„ამის შესახებ დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ. მე ახლახან დავიწყე აღნიშნულ როლზე მუშაობა. ეს იმ პროცესს ჰგავს, როცა ევერესტზე ადიხარ, უყურებ მწვერვალს და საკუთარ თავს ეკითხები, რაში გაყავი თავი, როგორ უნდა გაუმკლავდე ამას. ასე ხშირად მემართება, თუმცა, ბოლოს ვხვდები, რომ ყოველივე ეს, ჩემი გასაკეთებელია“, – წერს ახალგაზრდა პაპის” ვარსკვლავი.

ნოველის მიხედვით, ფილმში მოთხრობილი იქნება პუტინის პოლიტიკური კარიერის საწყისი წლების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები