LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუდ ლოუ ვუდის ალენის ახალი ფილმის გადაღებებს შეუერთდა

88

ვუდი ალენის ახალი ფილმის შემადგენლობას, რომელშიც სელენა გომესი, ელ ფანინგი და ტიმოთი შალამეტი მონაწილეობენ, ჯუდ ლოუც შეუერთდა.

როგორც ყოველთვის, რეჟისორის ახალი ნამუშევრის სიუჟეტი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. არაოფიციალური ინფორმაციით, ის მოზარდების სასიყვარულო ურთიერთობას შეეხება.

რაც შეეხება ალენს, ეს მესამე ფილმი იქნება, რომელიც ლეგენდარულმა რეჟისორმა Amazon Studios-თვის გადაიღო. ადრე კომპანიამ „მაღალი საზოგადოება“ წარმოადგინა, 1 დეკემბერს კი ფილმი „Wonder Wheel” გამოდის, სადაც მთავარ როლებს კეიტ უინსლეტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები