LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსი ფეხბურთის ფანია – მატჩზე ლამაზმანი სიმბოლური პიჯაკით მივიდა

154
ჯულია რობერტსი ფეხბურთის ფანია - მატჩზე ლამაზმანი სიმბოლური პიჯაკით მივიდა

ჯულია რობერტსი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. 57 წლის ოსკაროსანი მსახიობი, კვირას ქალაქ მანჩესტერში, ოლდ ტრაფორდზე საფეხბურთო მატჩზე მივიდა. მის გამოჩენას გულშემატკივართა ემოციები მოჰყვა, რასაც ლამაზმანი ღიმილით შეხვდა.

ღონისძიებისთვის ჯულია წითელ პიჯაკში იყო გამოწყობილი, რომელზეც ფეხბურთის ბურთები იყო გამოსახული. მატჩი საქველმოქმედო გახლდათ და მას ყოველწლიურად „იუნისეფი“ მართავს.

წელს მატჩში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან ტომ ჰიდლსტონი, ლუი ტომლინსონი და ბელა რემსი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯულია ლონდონში დიდ დროს ატარებს თავისი ახალი თრილერის „Panic Carely“ გადაღებაზე.

ჯულია რობერტსი 26 წლის შემდეგ, „ნოთინგ ჰილის“ რეჟისორს შეხვდა

უიშვიათესი ფოტო – ჯულია რობერტსი სამ ულამაზეს შვილთან ერთად

ჯულია რობერტსმა „ბროდვეის“ სპექტაკლზე 17 წლის ვაჟი გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები