LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცები ქალებზე უფრო ადრე ბერდებიან, ფინელი მეცნიერების ახალი კვლევა

65
older-couple-6299326_960_720

50 წლის მამაკაცები ბიოლოგიურად 4 წლით უფრო ასაკოვანები არიან, ვიდრე იმავე ასაკის ქალბატონები. ასეთ დასკვნამდე ფინელი მეცნიერები მივიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ any news.tv ავრცელებს.

ბიოლოგიურ ასაკში სხვაობა მხოლოდ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებშია შესამჩნევი და 20 წლისების შემთხვევაში სხვაობა მხოლოდ 1 წელია.

მეცნიერებმა ათასი წყვილი ტყუპის ქრონოლოგიური ასაკი (ცხოვრების დღეების რაოდენობა) მათ ბიოლოგიურ ასაკს შეადარეს. მათგან 151 წყვილი და-ძმა იყო – ერთნაირი გენეტიკით და ცხოვრების სტილით (თანაც ბავშვობიდან). კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა გამოიყენეს ტესტები, რომელიც დაბერებულ ორგანიზმებს დნმ-ის მარკერების დახმარებით პოულობს.

მკვლევრებმა გაითვალისწინეს ყველა ის პარამეტრები, რომელიც ორგანიზმის დაბერებაზე ახდენს გავლენას – სასკოლო განათლების წლების რაოდენობა, სხეულის მასის ინდექსი, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი და ფიზიკური აქტივობა.

დაბერება – ეს არის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფუნქციების ეტაპობრივი დარღვევის პროცესი. სხეული გარემო პირობების მიმართ ნაკლებად ამტანია, კარგავს დაავადებების და ტრავმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები