LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი, რომელიც არ გაიყიდა: ჩინურ ფულს ინგლისური ფეხბურთი ჯობია

27

ჩინური ფეხბურთი მეტეორივით შემოვარდა მსოფლიო ორბიტაზე და ათეულობით მილიონებს ხარჯავს ვარსკვლავების გადასაბირებლად. თან აქ საუბარია სახელიან მოქმედ ფეხბურთელებზე და არა ვეტერანებზე (ჟერვინიო, რამირესი, ჯექსონ მარტინესი, ალექს ტეიშეირა, ფრედი გუარინი, პაულინიო, სტეფან მბია, დემბა ბა, ტიმ კეჰილი, ასამოა გიანი – ცალკე მწვრთნელები: სკოლარი, სვენ-იორან ერიქსონი, გრეგორიო მანსანო, მანო მენეზესი, დან პეტრესკუ). მოკლედ, ჩინურმა კლუბებმა არაერთ ცნობილ მოთამაშეს აურიეს ტვინი თავისი აურაცხელი ფულით. ერთ-ერთი „უოტფორდის“ ფორვარდი ოდიონ იგალო უნდა გამხდარიყო, რომელსაც წლიურ ანაზღაურებად 32 მილიონი ევრო შეთავაზეს, მაგრამ მან ფულს ამბიციები ამჯობინა და ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშის ხათრით ჩინეთში ფულის დასათვლელად არ წასულა.
პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი მაცდური წინადადების თაობაზე მოყვა: „თავიდან მათ შემომთავაზეს 4-წლიანი კონტრაქტი და ყოველკვირეული 367 ათასი ევრო, „უოტფორდს“ კი საკომპენსაციო 13 მლნ ევრო. სამი დღე არ მეძინა. ასეთ ფულზე უარს მარტივად ვერ იტყვი. თანაგუნდელები მეუბნებოდნენ, ნუ გაშვებ ამ შანსს ხელიდანო. ბევრს ვლოცულობდი და ერთხელაც ღმერთმა მანიშნა, რომ ფული – ეს ჩემთვის არ არის. ვიცოდი, რომ ღმერთი დამეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში. ჩინელებს უარი ვუთხარი და მაშინ შემომთავაზეს დიდი ხელფასი – 551 ათასი ევრო კვირაში. ნიგერიაში მთელი ბავშვობა პრემიერლიგას ვუყურებდი და ოდესმე აქ მოხვედრაზე ვოცნებობდი. ოცნებას ვერ გავყიდდი“, – თქვა იგალომ Daily Mail-თან ინტერვიუში.
რა უნდა თქვა ასეთ დროს: ა კაცი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები