გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ხეჩინაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, 19 სექტემბერს, დოლიძის ქუჩაზე, გურამ ქადეიშვილმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა.
დანაშაულს ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილების სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავად ბრალდებულმა თვითდაზიანება მიიყენა და კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
გურამ ქადეიშვილი აპარატზე ორი კვირის განმავლობაში იყო შეერთებული.
დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
